logo
ENG



ივანიშვილის "მზიანი ღამე" - შაბათის ფორმულა

12 ნოე 202221:26
3 წუთის საკითხავი
 

"უნდა გადაიჭრას პირადი ინტერესების გადამეტებული გავლენა, კერძოდ, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან - ეს ამონარიდია ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, რომელშიც ოლიგარქს კიდევ ერთხელ და ღიად უთხრეს, რომ ოლიგარქია და ერთი კაცის მმართველობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს; რომ სხვა შემთხვევაში, საქართველოს ევროპული მომავალი ვერ ექნება. მაგრამ ეს ჩანაწერიც, ისევე, როგორც ევროპარლამენტარების ღია განცხადებები და რეზოლუციები, მხოლოდ ფარატინა ფურცელია ოლიგარქის პირადი მსახურებისთვის, პირადი მინისტრების და დეპუტატებისთვის. ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ დაწყებული შტურმის და ღია დაპირისპირების პარალელურად, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებული დოკუმენტის შემდეგ, ყველაზე გამორჩეული მაინც კახი კალაძე იყო, რომელმაც გვირჩია, რომ სისულელეების, ანუ ევროპელი დეპუტატების რეზოლუციის კითხვას შევეშვათ - და ვიკითხოთ წიგნები, ოღონდ არა კლასიკოსები,არამედ საქებარი წიგნები მათ პოლიტიკურ მამაზე, ქვეყნის არაფორმალურ მმართველზე და ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარ მუხრუჭზე - ბიძინა ივანიშვილზე.

 


close დახურვა